12:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 11:37:43, 2429 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს

მოსკოვში სამართალდამცველებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს, - ამის შესახებ რუსული მედია ფედერალური უსაფრტხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არის. აბრორ აზიმოვი გუშინ, პოდმოსკოვიეს ოდინცოვსკის რაიონში დააკავეს. ამასთან, პეტერბურგში ასევე თვითმკვლელი ტერორისტის ჯალილოვის 6 სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს. ჩხრეკისას მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, ხვალ აზიმოვის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics