12:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 19:37:53, 2564 ნახვა

მსოფლიო
Aljazeera: აშშ-ის ატომურმა ავიამზიდმა, ჩრდილოეთ კორეაზე იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავიამზიდი ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი. ამასთან, პენტაგონმა გუამის ბაზაზე ბომბდამშენებიც გაგზავნა.

რეგიონში ვითარება დაიძაბა, რის გამოც იაპონია სამხრეთ კორეიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხს განიხილავს.

"მზად ვართ, პროვოკაციას იმავე ფორმით ვუპასუხოთ. რაც შეეხება ბირთვულ გამოცდას, მაშინ ჩავატარებთ, როდესაც საჭირო იქნება", - აცხადებს ფხენიანი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს“. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების მოგვარებაში ჩინეთი არ დაეხმარება, აშშ ამას დამოუკიდებლად გააკეთებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამასთან, 2 ბირთვული ცდა განახორციელა, რომლებიც გაეროს რეზოლუციის პირობებს არღვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics