|
2017-04-10 15:23:53, 803 ნახვა
რეგიონი
კრემლი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებით კმაყოფილია
ოფიციალური კრემლი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" კრემლის პრეს-მდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც პესკოვმა აღნიშნა, ე.წ არჩევნები პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე იყო. "ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვაცხადებთ, რომ ეს იყო პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, რომ ძირითადი ბრძოლა ორ კანდიდატს შორის იყო, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის მჭირდო მეგობრობის მომხრეა. ჩვენ ამ განწყობას, მივესალმებით", - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)