|
2017-04-10 12:49:01, 1041 ნახვა
რეგიონი
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იმარჯვებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა 50%-იანი ბარიერი გადალახა და მას ამომრჩეველთა 57,9% უჭერს მხარს. მეორე ადგილს მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იკავებს. თიბილოვს 30% აქვს, ხოლო მესამე ადგილზე "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევია - 11,01%. საბოლოო შედეგებს ე.წ ცესკო დე-ფაქტო არჩევნების ჩატარებიდან 5 დღეში წარადგენს. ე.წ არჩევნებზე სულ 77 უბანი იყო გახსნილი, აქედან 5 კი რუსეთის ტერიტორიაზე. კანდიდატს გამარჯვებისთვის 50%-ზე მეტი ხმა უნდა ჰქონდეს მიღებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)