|
2015-04-07 13:58:51, 553 ნახვა
საზოგადოება
დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება
დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი დღეიდან იწყება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. „დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად რეგისტრაციის პროცესი 1 აპრილს დაიწყო. ამ მიზნით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მოქალაქემ უნდა შეავსოს დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოს ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს. ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი - და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს თანხა ჩაერიცხებათ დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის განმავლობაში. ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლება. ვისაც არ უსარგებლია ამ უფლებით, უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)