|
2015-04-07 12:52:23, 694 ნახვა
საზოგადოება
ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხზე კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს
ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებული სტიქიური მოვლენების საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში იმსჯელეს. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ნადირაშვილი, შვეიცარიიდან მოწვეული ექსპერტები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, უცხოელ ექსპერტებთან ერთად სტიქიურ ზონაში არსებულ მდგომარეობასა და მის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. „შვეიცარიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ამალი-დევდორაკის ხეობაში წინასწარი გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას, რის საფუძველზეც შემუშავდება ტექნიკური დავალება. რომლის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება განისაზღვროს რა სახის მოწყობილობა არის შესაძლებელი დამონტაჟდეს წინასწარი შეტყობინებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ რომ, შვეიცარიელი ექსპერტები ყაბზეგში რამოდენიმე დღე ინყოფებოდნენ. მათ ადგილზე შეისწავლეს სტიქიური ზონა, ვერტმფრენით დაათვალიერეს მყინვარი დევდორაკი და ამალის ხეობა. სპეციალისტებმა ადგილზე შეარჩიეს ტერიტორიები , სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)