|
2017-04-03 12:28:27, 690 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ინე ერიქსენ სორეიდესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. მათივე ინფორმაციით, ნორვეგიელი მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და მომავალში, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ნორვეგიული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე საუბრისას, ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ უდიდეს წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობაზე გაამახვილა. მან JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიელი ექსერტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან. ინე ერიქსენ სორეიდესთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვა, დემოკრატიული რეფორმების გაგრძალების პროცესში ქვეყნის მტკიცე ნება გამოხატა და ნორვეგიულ მხარეს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა. ლევან იზორიამ კოლეგა ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით მოიწვია. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხუთი წელია გრძელდება. თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში პრიორიტეტულ მიმართულებებს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს. მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი შეხვედრას პრეზიდენტთან გამართავს. ნორვეგიელი სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრებიან. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)