|
2015-01-13 14:35:41, 1362 ნახვა
საზოგადოება
გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებსა და იუსტიციის სახლებს გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს. დოკუმენტებთან დაკავშირებით, ამნისტიის კანონი 2013 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა და გასული წლის 31 დეკემბერს დასრულდა. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნოდა. „ამნისტიის მოქმედების ვადაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებსა და იუსტიციის სახლებს ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით 10 148 მოქალაქემ მიმართა. ამნისტია გავრცერლდა იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირდობის მოწმობა, პასპორტი (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ ამნისტია გავრცელდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენა კანონისამოქმედებამდე და იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებმაც გაყალბებული დოკუმენტებითან მისი მონაცემებით ისარგებლეს“, - ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)