17:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 15:23:24, 396 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ODIHR-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მაიკლ გეორგ ლინკს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფრომაციით, შეხვედრაზე თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ODIHR-თან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.  ODIHR-ის დირექტორს კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საქართველოს სასამართლო და საარჩევნო სისტემების დახვეწის პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

ამასთან, შეხვედრაზე ODIHR-ის დირექტორს ინფორმაცია მიეწოდა  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ლინკი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას თავად შეძლებს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას.

ODIHR-ის დირექტორმა გამოხატა ოფისის მზადყოფნა მომავალშიც აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics