02:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 11:55:32, 2310 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შსს იგორ კირიუშინის დაკავებას ადასტურებს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას,  მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ  ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ.  დააკავეს.

„ი.კ.-ს ბრალად ედება  უკრაინის  სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით  ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკმ  სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს.

როგორც ლუცენკო წერს, იგორ კირიუშინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურა მას 2 მილიარდი გრივნის ოდენობის ქონების მითვისებას ედავება.

"კირიუშინი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. დღეს, საქართველოს თემიდამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კირიუშინი 90 დღით დააკავოს, რათა გადაწყდეს მისი ექსტრადირების საკითხი", - წერს გენერალური პროკურორი.

მან ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ქართულ ენაზე მიმართა: „გმადლობთ მეგობრებო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics