|
2015-04-05 15:22:45, 622 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანულაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა
თბილისის მერი, დავით ნარმანია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანულაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ მოსახლეობას ბზობის დღესასწაული გლდანის რაიონის გამგებელთან ბესიკ ქარცივაძესთან ერთად მიულოცა. "მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ბზობის დღესასწაული. ამაღლებული დღეა და მოვედით რომ ბზობა მივულოცოთ ჩვენს თანამემამულეებს, ვუსურვოთ მათ ღვთის წყალობა, ის რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ჯანმრთელობის, ბედნიერების და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს დღევანდელი დღე", - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა ასევე კათოლიკე და სხვა ქრისტიანული კონფესიების მრევლს. "დღეს მათთვის, განსაკუთრებული, წმინდა დღეა და მინდა ღვთისწყალობა ვუსურვო თითოეულ მათგანს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)