|
2017-03-17 12:36:12, 2126 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგის კანდელაკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთი აგრესიულ, მტრულ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღრმავებს. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს აფხაზეთში დამატებით საზენიტო დანადგარების განთავსების კომენტირებისას განუცხადა, შემაშფოთებელია, რომ აღნიშნულის საპირისპიროდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე „საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს“. კანდელაკის განმარტებით, მთავრობის საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა ვიზიტით ამ საკითხების ირგვლივ, ყურადღების მობილიზების მიზნით, არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, არ განუხორციელებია ზარი არც ერთ მსოფლიო ლიდერთან იმისთვის, რომ მოხდეს ამ საკითხის ირგვლივ საერთშორიშო თანამეგობრობის დარაზმვა“, - აღნიშნა კანდელაკმა და დასძინა, რომ „როცა მსოფლიო ლიდერები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საუბრობენ, მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, ისინი საქართველოს აღარ ახსენებენ“. შეგახსენებთ, ინტერნეტში ვიდეომასალა ვრცელდება, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის დამატებითი მძიმე სამხედრო ტექნიკა. კერძოდ, საუბარია C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც მოსკოვმა აფხაზეთში გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსები სოჭიდან შეიტანეს.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)