19:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 10:10:24, 495 ნახვა

საზოგადოება
ლენტეხის პოლიციის სამმართველოს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, ლენტეხის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამმართველოს შენობაში უმასპინძლეს და პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

შსს-ს ინფორმაციით, ლენტეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსწავლეებს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

შსს-ს თანამშრომლებთან მოსწავლეების შეხვედრა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის - „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ - მიზანია მე-9-12 კლასების მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმაროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics