18:17 - 26 May, 2026
|
2015-04-03 20:01:57, 444 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის უდიდეს დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის უდიდეს დღესასწაულს ულოცავს. "ებრაელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს ებრაელ ძმებს გულითადად ვულოცავ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ეს დღესასწაული ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან გამოხსნას უკავშირდება. ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ზეიმი, დღესასწაული, რომელიც მთელ კაცობრიობას აჩვენებს თავისუფლების სიყვარულის ძალას. ჩვენ ებრაელებთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი თანაცხოვრების ისტორია არის ორი ხალხის ძმობის უნიკალური მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის. ვუსურვებ ებრაელ ხალხს მშვიდობას, ბედნიერ მომავალს, დიდ წარმატებებს",-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)