|
2017-03-13 13:52:23, 833 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის 22 ოლქში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად 35-დან 12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი უკვე აირჩიეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" დე ფაქტო ცესკო-ზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 22 ოლქში "არჩევნების" მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 1 ოლქში კი დაბალი აქტივობის გამო, განმეორებითი "არჩევნები" 2 თვის შემდეგ ჩატარდება. ე.წ არჩევნებს მონიტორინგს "საერთაშორისო დამკვირვებლები" უწევდნენ, რომლებიც ძირითადად, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე მთიანი ყარბაღიდან იყვნენ. მათი თქმით, პროცესზე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. სააგენტოს ცნობით, იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების კანდიდატის გამოვლენა ვერ მოხერხდა, "არჩევნების" მეორე ტური 2 კვირაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)