|
2017-03-12 18:42:27, 2401 ნახვა
კომენტარი Lifestyle
„სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც რეალურ პრობლემებს იყენებს და არა ჯადოქარი, რომელიც სათავისო რეალობას ქმნის“
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა. როგორც უსუფაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ იმ კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარკვევა და დასკვნების გამოტანა. "ბათუმში მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს დამნაშავე პირების დასჯა. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ იმ კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარკვევა და დასკვნების გამოტანა, რამაც ეს ყველაფერი თავიდან კი არ აგვაცილა, არამედ მოამწიფა. სააკაშვილი მხოლოდ ავანტიურისტია, რომელიც რეალურ პრობლემებს სათავისოდ იყენებს და არა ჯადოქარი, რომელიც სათავისო რეალობას ქმნის", - წერს დავით უსუფაშვილი. ცნობისთვის, ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა, სულ ოფიციალური ინფორმაციით 40-მდე პირია დაკავებული, 2 არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაატავისუფლეს. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)