|
2015-04-03 14:53:08, 581 ნახვა
საზოგადოება
„IRI“-ს კვლევის თანახმად, ქრთამის მიცემის შესახებ გამოკითხულთა 0.1% საუბრობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოში საჭირო მომსახურებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის ქრთამის მიცემის შესახებ მოქალაქეთა რეკორდულად მცირე, მხოლოდ 0,1% საუბრობს. გამოკითხულთა 98% აცხადებს, რომ ქრთამი არ მიუცია, კითხვაზე პასუხი არ აქვს 2%-ს, 1% კი პასუხის გაცემისაგან თავს იკავებს. „IRI“-ს შარშანდელი კვლევის მიხედვით, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ქრთამის მიცემას ადასტურებდა, 0,4% იყო. საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კოორდინაციას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად დღეს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. „მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპზე გადავიდა − ისევე, როგორც ევროპის სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, საქართველოსთვისაც მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ მეტად გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება. საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსი და ხედვა აისახა განახლებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და ახალ სამოქმედო გეგმაში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2015 წლის 4 თებერვლის სხდომაზე დამტკიცდა. განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრისა და კორუფციული რისკების შემცირებისაკენ არის მიმართული. ის ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს (OECD, GRECO, UNODC), წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებასა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს. დოკუმენტი ასახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა და რისკების ანალიზსა და შეფასებას თითოეულ რელევანტურ სფეროში და 13 ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში მათი გადაჭრის ეფექტიან საშუალებებს გვთავაზობს. ანტიკორუფციული ბრძოლის წარმატება კორუფციული დანაშაულის პროაქტიულ გამოძიებასაც ეფუძნება. გასულ 2014 წელს კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის 401 საქმიდან 151 საქმეზე გამოძიება დაწყებულია დაზარალებულისგან ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო 242 საქმეზე (60%) გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მიერ პროაქტიულად დაიწყო“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)