|
2017-03-12 10:37:31, 950 ნახვა
რეგიონი
პატარაძე: ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებში, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ელფერს ვხედავთ
„ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებში, სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკურ ელფერს ვხედავთ“,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. პატარაძის თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ეს სხვა სიბრტყეში გადაიყვანონ. „ცალსახად უნდა აღვნიშნო, სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს. არ შეეგუება იმ უსამართლობას და ქმედებებს, რომელიც გუშინ სამწუხაროდ მოხდა ბათუმში. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. პოლიტიკური ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში, რაც მიუღებელია ჩვენთვის. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პიროვნებები, პარტიის წარმომადგენლები. არ დავუშვებთ ვანდალიზმს. დავაცადოთ უნდა სამართალდამცველ ორგანოებს ჩაატარონ გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს,“ - განაცხადა პატარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)