22:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 14:34:15, 2462 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან, თუნდაც საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა, „ოცნებისთვის“ მიუღებელია

,,ნორმალურ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში პრეზიდენტის ჩართულობას უნდა მიესალმებოდეს, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პრეზიდენტს უფლებები შეუკვეცოს.

„უნდა მიესალმებოდეს იმ ფართო დისკუსიას, რომლის მასპინძლადაც ამ შემთხვევაში გვევლინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ამოძრავებთ არა სახელმწიფოს მიზნები, არა საზოგადოების ინტერესები, არამედ ის პოლიტიკური დავალება და ნება, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან - ყველა სახელმწიფო შტო და სახელმწიფო პირი ემორჩილებოდეს მას. დაუმორჩილებელი პრეზიდენტის მხრიდან თუნდაც საკონტიტუციო საკითხებზე მსჯელობა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის მიუღებელია’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა. მან პრეზიდენტს, მოუწოდა, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics