20:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 17:54:00, 2326 ნახვა

სამართალი
სიღნაღის სასამართლოში პროცესზე მისაყვანი პატიმარი აერიათ - სხდომა გადაიდო

სიღნაღის სასამართლოში პროცესზე მისაყვანი პატიმარი აერიათ, რის გამოც პროცესი გადაიდო. 

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ერთი და იმავე სახელით ირიცხებოდა. 

"​აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ერთი და იმავე სახელით ირიცხებოდა, რის გამოც პროცესზე ჩემთვის უცნობი ბრალდებული წარადგინეს", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა.

ცნობისთვის, ​სიღნაღის რაიონული სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაკავებული პირის ბრალეულობაზე დღეს უნდა ემსჯელა. საქმე სიღნაღში ტურისტის გაუპატიურებას ეხება, რის გამოც სამართალდამცველებმა ერთი პირი, ერთი თვის წინ დააკავეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics