|
2017-02-21 18:31:09, 2027 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: უახლოეს მომავალში მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს
ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე უახლოეს მომავალში დუმილს დაარღვევს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატებმა განუცხადეს, რომლებმაც დაკავებული ჩაფიძის კლინიკაში მოინახულეს. დაცვის მხარის თქმით, მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას. რა სახის ბაზაზეა საუბარი, ადვოკატები დღეს არ აკონკრეტებენ. ამასთან, გიორგი მამალაძის ადვოკატი დღეს პატრიარქს შეხვდა და დეკანოზისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით, მათი პოზიცია გააცნო. "დღეს მე და პატრიარქს გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი პირადი საუბარი, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვთვლით, მამა გიორგი უდანაშაულოა, მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას.მამა გიორგი სრულყოფილ ჩვენებას იძლევა უახლოეს დღეებში.ანუ, დუმილის უფლებას დაარღვევს“,-განაცადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)