15:11 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 10:51:05, 1981 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქს გარკვეული ინფორმაცია აქვს დაკავებულ დეკანოზთან დაკავშირებით, თუმცა მეტის გაგება სურს.

მისივე თქმით, აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა. 

„იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობა არ ეძლევა. ამ ფონზე ახალი ადვოკატისათვის გარკვეული პირობების წაყენება მეტ კითხვის ნიშნებს წარმოშობს“, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე ბერლინის კლინიკიდან გამოწერეს და ის გუშინ საქართველოშ დაბრუნდა. პატრიარქს 13 თებერვალს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics