|
2015-04-01 11:12:06, 432 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მე ვიქნები "რუსთავი2"-ის დამცველი
"მე ვერ ვიქნები "რუსთავი2"-ის ლობისტი, თუმცა მე ვიქნები "რუსთავი2"-ის დამცველი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. პრეზიდენტმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ვეტო ვერ დაადო. "ჩვენ გქვონდა კონსლუტაციები, დისკუსიები, მე შევხდვი არხის ხელმძღვანელებს, გარდა ამისა, ჩემი მრჩევლებიც შეხვდნენ და ვითარება შემდეგია: ის ცვლილებები, რომელიც იყო გაპროტესტებული "რუსთავი2"-ის მიერ , და მას მე დეტალურად გავეცანი და მოვუსმინე, რეალურად ამ ცვლილებების პრობლემატურობა გახმოვანებულ იქნა მხოლოდ "რუსთავი2"-ის მიერ. სხვა ტელეკომპანიას არ გაუპროტესტებია. მე იმას კი არ ვამბობ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი არ ხართ, უბრალოდ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა გამოდიოდეს თუნდაც ძალიან კარგი და ძალიან ხარისხიანი კომპანიის ლობირება. ყველას რომ გაეპროტესტებინა, მაშინ ეს იქნებოდა ჟურნალისტიკის პრობლემა. პრეზიდენტის ვეტო არ უნდა ყოფილიყო რომელიღაცა კომპანიის დაცვა.პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს დაცვა მედიის.ეს ერთი მომენტი. მეორე, წარმოიდგინეთ ჩემს მიერ ვეტოს დადება იმ რეგულაციაზე, რომელსაც ბოლომდე მხარს ვუჭერ, როგორც ევროპული სისტემის დანერგვის ერთ-ერთ სტანდარტს. ძნელი გადასასაბუთებელი იქნებოდა, რომ მე ერთის მხრივ ვამბობ, რომ ევროპა, ევროკავშირის, ევროპული სტანდარტები ჩვენი მიზანია და მეორეს მხრივ, დამედო ვეტო იმ რეგულაციაზე, რომელიც იყო სწორედ ევროპული სტანდარტის.მე ვერ დავადებდი ვეტოს კანონს იმის გამო, თუ რატომ ამოქმედდა ის სწრაფად. ეს არ იქნებოდა სწორი. ვერ ვიქნები "რუსთავი2"-ის ლობისტი, მაგრამ მე ვიქნები "რუსთავი2"-ის დამცველი, როცა თქვენ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ. კანონი, რომელიც თანაბრად ეხება ყველა ტელეკომპანიას, ვერ იქნება აღქმული "რუსთავის2"-ის წინააღმდეგ მიმართულ კანონად",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)