|
2017-02-14 22:28:13, 2194 ნახვა
სამართალი
პატრიარქის მდივანი: ძნელი დასაჯერებელია, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას
ძნელი დასაჯერებელია, ალბათ, ყველასათვის, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, მას საგამოძიებო სტრუქტურებთან პირადი კონტაქტი არ ჰქონია. ის საგამოძიებო უწყებებს საპატრიარქოსთვის მეტი ინფორმაციის მიწვდისკენ მოუწოდებს. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ კათოლიკოს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მხოლოდ მის გარემოცვასთან ჰქონდა კავშირი. მისი განცხადებით, ასევე ვერ წარმოუდგენია, რომ რომელიმე სასულიერო პირი პატრიარქის წინააღმდეგ მსგავს ქმედებას მოიმოქმედებდა. "პირადი კონტაქტი მე არ მქონია საგამოძიებო სტრუქტურებთან. ასე რომ, მხოლოდ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი და თხოვნა, რომ, თუ არის ამის საშუალება და საგამოძიებო მოქმედებები იძლევა ამის უფლებას, იქნებ, ცოტა უფრო მეტი ინფრომაცია მივიღოთ, რადგანაც საზოგადეოება არის ძალიან გაკვირვებული და მათი ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)