13:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 19:22:16, 2430 ნახვა

სამართალი კომენტარი
ვოლსკი დეკანოზის დაკავების საკითხზე: მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს

„მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის განცხადებამ საზოგადოებაში მთელი რიგი კითხვები დატოვა. ვოლსკის შეფასებით, მომხდარის დეტალები  უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი:

„ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ უბედურებას გადავრჩით, მაგრამ რაში გამოიხატება ეს უბედურება, რა ადასტურებს იმას, რომ ეს რეალურად შეიძლება მომხდარიყო და მთელი რიგი კითხვები, რომელიც პროკურატურის განცხადებამ დღეს დატოვა საზოგადოებაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენთვის ნათელი და შემდეგ გვექნება ამაზე მკაფიო პასუხი“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics