19:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 14:15:57, 2509 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის სამთავრობო დელეგაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მის შემადგენლობაშია მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი,  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი სემენკევიჩი. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ზრდად დინამიკაზე. გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ითქვა, რომ დიდია პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტში, მრეწველობაში და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიით ბელარუსული ბიზნესის დაინტერესების საქმეში.

შეხვედრა ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics