19:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 17:54:09, 2171 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ადეიშვილსა და გვარამიას შორის საუბარს ასახავს, გამოძიება დაიწყო

შსს-მ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ ზურაბ ადეიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის საუბარს ასახავს, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის საუბარია ასახული, გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პირადი მიმოწერით, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს..

შეგახსენებთ, გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მათი მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარია ასახული.

აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ, საუბარია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე. ისმის ორი მოსამართლის გვარიც - ალავიძე და ახვლედიანი.

გარდა ამისა, ჩანაწერში აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics