10:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 16:16:03, 1872 ნახვა

კომენტარი
ლექვინაძე მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის გადაცემაზე: დოკუმენტი სამართლებრივად გამართულია

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის  საქმის მოსამართლის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთისა და თანხის გადაცემასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს. 

ლექვინაძის თქმით, დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელებულია აღნიშნული ოპერაცია სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია.  

„თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია იმ ნაკვეთის 1624 კვ/მ-ი, რომელიც იქნა დათმობილი, ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, დაახლოებითი ღირებულებით ეს არის 515 000 ლარი და დარჩენილი სხვაობა 455 000 ლარი ანაზღაურებული იქნა საბანკო ანგარიშის საფუძველზე“, - განაცხადა ლექვინაძემ. 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი ერთი მილიონი ლარის ქონება გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics