10:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 15:03:57, 2523 ნახვა

სამართალი კომენტარი
უგულავა: ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი იქნება

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოუწოდეს, ის მიმართა გაასაჯაროვოს, რომელიც მოსამართლეებმა მის სახელზე დაწერეს.

უგულავას თქმით, „რუსთავი“-თან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და დანაშაულს დანაშაული ემატება.

„საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ხმამაღლა ეთქვა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. იმას ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა. ამ საქმის ანატომია ძალიან მარტივია, თუ 14 იანვარს მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართეს, ის ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ ეცნობებინა. ის, რომ მან საქმე პროკურატურას გადაუგზავნა, ეს გამოსავალი არ არის, ეს საქმის მიჩუმათებისა და ზეწოლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის დროის მიცემაა, რომ მათ ახალი ფალსიფიკაცია შეთითხნონ.

ნაცვლად, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავის კომპეტენციის ფარგლებში რეპუტაციულ დაცვას აწარმოებდეს, მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ მან პროკურატურას ეს საჩივარი გაუგზავნა. მინდა, თითოეულმა ადამიანმა ცხადად დაინახოს, ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც მას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ერქვას, მისი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია იქნება დაახლოებით ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი”, - განაცხადა უგულავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics