18:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:04:05, 2339 ნახვა

ეკონომიკა
ბორჯომში ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფისკალური პოლიტიკისა და ევროკავშირის პრაქტიკასთან მის თავსებადობაზე საჯარო შეხვედრა 21 იანვარს, ბორჯომში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მას სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ქარელის, ხაშურის) და არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება") წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჯარო შეხვედრაზე პრეზენტაცია ჩაატარა და აუდიტორიის შეკითხვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე გუნცაძემ უპასუხა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის წარმართვის პროცესში, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

 ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად მომდევნო შეხვედრა 24 იანვარს რუსთავის მერიაში ჩატარდება. მასზე დასწრებას ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics