18:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 14:49:29, 2555 ნახვა

სამართალი
ინდოეთის მოქალაქის დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე გ.მ.-ს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც დაზარალებულმა 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება, პიროვნების დადგენა და დაკავება.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics