|
2017-01-08 14:24:58, 2030 ნახვა
საზოგადოება Lifestyle
გვარამია გაჩეჩილაძეს: ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან კი ნუ მომეპარებოდი, პირისპირ მოსულიყავი
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რატი გაჩეჩილაძეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ცემის ფაქტის გამო, რატი გაჩეჩილაძეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში აუცილებლად მისცემენ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "კუანა გრეჩიხას კუანა შთამომავალო, ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი. შენი კუანა ნაბიჭვრის სახელს, ჩემი ტვინის შერყევა მირჩევნია. ეგ გამივლის, შენ კიდევ არაფერი გეშველება. ვერც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერმინისტრის მეგობრის ძევ, გპირდები", - წერს ნიკა გვარამია და რატი გაჩეჩილაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებიტ გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)