|
2016-12-28 10:37:18, 4529 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეამ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტს უმასპინძლა
თიბისი გალერეაში, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას" საახალწლო კონცერტი გაიმართა. მუსიკალურ საღამოზე ახალგაზრდა პიანისტებმა 11 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 13 წლის ბარბარე თათარაძემ და 13 წლის ილია ლომთათიძემ მსმენელისთვის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები შეასრულეს. 13 წლის ბარბარე თათარაძე ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია. ის ახლახან წარმატებით წარდგა მსმენელის წინაშე ამსტერდამის ცნობილ დარბაზ კონცერტგებოუში. ბარბარეს ლაივ-კონცერტს ხშირად აშუქებს ფრანგული არხი MEZZO, რომელიც მსოლფიოს 45 ქვეყანაში მაუწყებლობს. 13 წლის ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას მიენიჭა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის პრემიაც. ილია არაერთხელ მიიწვიეს რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე. პატარა ვირტუოზები ამჟამად ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იღებენ მუსიკალურ განათლებას. გარდა ამისა, რეგულარული მასტერკლასების ფორმატში, მიშელ სონის ცნობილ, ინოვაციურ საფორტეპიანო მეთოდს ეუფლებიან საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ფონდი „ლირა" 2013 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ. ფონდის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. „ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Michael Sogny'' (შვეიცარია), ასევე ყოველწლიური ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია. „ლირას" მხარდაჭერით ვირტუოზმა პიანისტმა ბავშვებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა პრესტიჟულ გალა კონცერტებში საფრანგეთში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში. „ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სკოლებთან, სადაც ელისო ბოლქვაძე რეგულარულად აწყობს მასტერკლასებსა და შესარჩევ მოსმენებს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)