|
2016-12-20 15:18:15, 1727 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო, - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. როგორც ჯანელიზე წერს, საქართველო ახალი წლიდან ევროკავშირის პარლამენტში აქტიურ პროცესს ელოდება. „დღეს ევროკავშირმა ახალი წელი მოგვილოცა. ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო! ახალი წლიდან ველოდებით ევროკავშირის პარლამენტში ასევე აქტიურ პროცესს. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება”, - წერს ჯანელიძე. ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ვროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დღეს განიხილა. ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით გადაეცემა და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)