|
2016-12-15 08:03:42, 2588 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
გაბრიელი: შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების შემდეგ, არ მივიღებ ვიზალიბერალიზაციის მეტ შეყოვნებას
შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მე არ მივიღებ საქართველოს და უკრიანის ვიზალიბერალიზაციის მეტ შეყოვნებას,- ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრეილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. ცნობისთვის, დღეს ე.წ შეჩერების მექანიზმის საკითხი კენჭისყრაზე უდნა გავიდეს. ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ აპრილის ბოლოდან იმოგზაურებენ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)