|
2015-01-12 11:39:30, 2617 ნახვა
სამართალი
კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დანიშვნის წესი, ნაწილობრივ პოლიტიკურია, რადგან კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ნიშნავს. მიუხადავად ამისა, კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ხელს არ უშლის, უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას ძალიან პრინციპულები იყვნენ. კოტე კუბლაშვილის განმარტებით, ადამიანს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ დაინიშნება, პოლიტიკასთან ურთიერთობის კუთხით, „სუფთა“ მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. „უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურას პოლიტიკური ბეგრაუნდი, სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, დანიშვნის წესი ისევე როგორც აშშ–ში, ჩვენთანაც ნაწილობრივ პოლიტიკურია, რადგან პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატურას და პარლამენტი ნიშნავს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგივე აშშ–ში ეს ხელს არ უშლის თავჯდომარეს, რომ ძალიან პრინციპულები იყვნენ, როცა საქმეს იხილავენ. იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც, ადამიანს რომელიც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ დაინიშნება პოლიტიკასთან ურთიერთობის კუთხით „სუფთა“ მდგომარეობა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა კუბლაშვილმა. რაც შეეხება, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით პროცედურებს, კუბლაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განსხვავებით, უზენაეს სასამართლოში არ არის დადგენილი, თუ რა ვადებში უნდა დაინიშნოს ახალი თავჯდომარე. „დანიშვნა შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში, ორ, ან სამ თვეში. ეს მთლიანად პრეზიდენტსა და პარლამენტზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)