22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 18:27:00, 1309 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჰოლანდიელ დიპლომატს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ლევან იზორიამ ჰოლანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში შეტანილი წვლილის გამო, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებასა და სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო ჰოსპიტალებს შორის თანამშრომლობის საკითხზე გამახვილდა. ლევან იზორიამ ჰოლანდიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენ - ელზინგა დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics