16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 17:41:02, 2584 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს

ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ დოლარის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა.

„ჩვენი ყველაზე დიდ გამოწვევა დოლარიზაციის მაჩვენებელია. სწორედ მის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი განკარგვადი შემოსავლის შემცირება, რაც გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ.  შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმა დაეხმარება, ფიზიკურ პირებს - ლარიზაციის გეგმა. 

„შესაბამისად ეს ორი კომპონენტი შეავსებს ერთმანეთს და ქვეყანაში შევძლებთ შევამციროთ დოლარზე დამოკიდებულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დეპუტატების შეფასებაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიმჩნევა, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას ეკონომიკური ზრდის შესახებ.

„ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თუ არის კითხვები მეთოდოლიგიასთან დაკავშირებით, შეუძლიათ საქსტატს დაუსვან კითხვები"  - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics