|
2016-12-08 12:00:57, 1650 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: მომავალი წლების განმავლობაში, თუ საჭირო იქნება, ელექტროენერგიაზე ტარიფი გადაიხედება
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მისივე განმარტებით, მომდევნო წლების განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენეგიაზე ტარიფი აუცილებლად გადაიხედება. „ხშირად ვისმენთ ბოლო დროს განცხადებებს, რომ თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს არის სემეკის პრეროგატივა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ გათვლებს. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კომპანიები გაკოტრდეს, ენერგეტიკა დაინგრეს. გასულ წელსაც გახსოვთ ჩემი განცხადებები ამაზე. ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ არ გაგვეზარდა ტარიფი, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ფასების მატება ელექტროენერგიაზე ანუ დაუბრუნდა 2012 წლამდე არსებულ ნიშნულს. თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ მოხდეს ტარიფის გადახედვა ელექტროენერგიაზე, ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)