|
2016-12-08 11:52:13, 1754 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჰერმანი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს
„საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღებას იმსახურებს“,-ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა. ჰერმანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. „მინდა გავიმეორო ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია და განცხადება. მათ თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს პროცესი წინ წაიწიოს. საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)