17:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 10:14:50, 2280 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: საზღვრის დაცვის მიმართულებით ამბიციური გეგმები გვაქვს

„ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი უფროსის წარდგენისას  განაცხადა.

„ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა. ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად გავნახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი,“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics