16:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 23:52:16, 1911 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადასცა.

მისასალმებელ სიტყვაში, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, აღნიშნული სექტორი ქმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და მოაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი.

„წელს, ტურიზმის სექტორში ველოდებით 6,4 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო სექტორიდან - 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„მნიშვნელოვანია, როდესაც სექტორში მოღვაწე კომპანიებს უფასდებათ შრომა და მათ ხმამაღლა ვეუბნებით მადლობას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დაჯილდოება წელს მეორედ გაიმართა და 19 ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.
ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი, პირველ ეტაპზე - ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები - კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალისგან.

მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ" დაითვალა და შეაჯამა. შემდეგ ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში გამოავლინა.

ორგანიზატორების განცხადებით, "Welcome to Georgia" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics