16:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 16:04:02, 1764 ნახვა

ეკონომიკა
აქციზის გადასახადის მატება ნავთობპროდუქტებსაც შეეხება

აქციზის გადასახადის მატება  ნავთობპროდუქტებსაც შეეხება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძებლობას, ამძმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ განახევრდა, ახლა კი 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე. ელექტრომანქანების იმპორტი კი, საერთოდ არ იბეგრება. ამასთან, საქართველოში წლიდან წლამდე ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტის მოცულობა იზრდება. 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის და ნავთობრპოდუქტების იმპორტი განხორციელდა. დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე, რამაც საბოლოოდ დადებითი გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახლავთ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics