17:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 09:58:56, 1719 ნახვა

სამართალი
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და პროფესიონალ დიზაინერებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, სტუდენტების ცენტრში სტუმრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,  ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე გამოცხადებულ კონკურსს უკავშირდებოდა.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა, მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება გააცნო და ცენტრის ფუნქციონალურ მოვალეობებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრა.

შალვა ხუციშვილმა დიზაინერებს  ლოგოს  კონკურსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც სტუდენტს ისე პროფესიონალ დიზაინერს. კონკურსანტებს ლოგოს შესაქმნელად სამი კვირა აქვთ.

 გამარჯვებული ვადის ამოწურვიდან ერთ კვირაში, სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდება. საუკეთესო ლოგოს ავტორი პრიზად 3 000 ლარს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics