16:05 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 18:58:33, 1243 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მელია კვირიკაშვილს: უხერხულია, ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით - „მადლობა ბატონ ბიძინას“

„უხერხულია როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას", -  ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მას შემდეგ, რაც  კვირიკაშვილმა დეპუტატს პოლიტიკური სტილი დაუწუნა.

„ბატონო გიორგი, თქვენ გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ. ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ და თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა? გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ სიტყვა "ნომინალური" გუშინაც გითხარით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით დეფინიცია, არანაირად არ არის შეურაცხმყოფელი. როცა თქვენ ამბობთ რომ ვიმართებით საიდანღაც, მგონი, უხერხულია თქვენგან ამ ყველაფერზე საუბარი, ბატონო გიორგი, როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას”, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დეპუტატს პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა: „ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არ არის საკადრისი იმ ადგილის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics