|
2016-11-26 18:13:15, 1881 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ საქართველოს სატრანსპორტო–ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრა
„ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის საჰაერო ტრანზიტის მიმართულება უდიდესი პოტენციალის მატარებელია", – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „სატრანზიტო ტრაფიკი დღეს საქართველოს გვერდის ავლით მიდის, უფრო მეტიც – ქართული ტრაფიკით სხვა ჰაბებში ხვდება და სხვა სატრანზიტო მიმართულებებს ავითარებს. ამისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის განვითარება როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადაზიდვის ნაწილში. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ უკვე არსებობს პროექტი, რომელმაც სერიოზულად უნდა დააჩქაროს ქუთაისის აეროპორტის განვითარება და შემატოს მას დამატებითი ფუნქცია ტვირთების გადაზიდვის ნაწილში", – განაცხადა გიორგი გახარიამ. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებით, სატრანზიტო ფუნქცია ჰაერში, წყალზე და რკინიგზის საშუალებით არის ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. „ვფიქრობთ ეს სინერგიის ეფექტი კიდევ უფრო დააჩქარებს იმ ფუნქციას, რომელიც ლოგისტიკურ ჯაჭვში საქართველომ უნდა შეასრულოს", – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში და ჰაბის ფუნქციის შესრულებაში ანაკლიის პორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გიორგი გახარიას განმარტებით, ამ პროექტის გარეშე საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარებაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ეს ენერგიის ეფექტი არის უდიდესი ზრდის პოტენციალის მომტანი ქართული ეკონომიკისთვის.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)