16:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 09:29:23, 2147 ნახვა

ეკონომიკა
ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.

კერძოდ, 1 დოლარი დღეს, 2.5026 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4852 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0174 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6505 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6259 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0246 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics