|
2016-11-24 15:36:11, 1654 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო შესაძლოა ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა იყოს
„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომელიც თბილისს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვია. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს სტუმრობისთვის და ასევე იმ მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც მან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა. მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკა დაასახელა. მისი თქმით გაერთიანებული სამეფო არის ერთერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთში უფრო მეტად წარმოჩინდეს საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯი. „საქართველო არის ღია ეკონომიკა და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური კავშირები, ხელი შევუწყოთ ბიზნეს ურთიერთობებს და საქართველოს იყოს ბრიტანული ბიზნესისთვის, როგორც პლატფორმა რეგიონში ბიზნესის საკეთებლად. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას ეკონომიკა წარმოადგენს. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია და დიდი ბრიტანეთი არის ერთერთი მთავარი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს აღვნიშნავთ ოცი წლისთავს British Petrolium-ის საქართველოში ოპერირების და ინვესტირების დაწყების შემდეგ. ეს იყო პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც განვითარდა და მასზე დაფუძნებით ჩვენ ვანვითარებთ სხვა პროექტებსაც. BP აგრძელებს ინვესტირებას და პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ამ მიმართულებით." - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით განხორციელებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე შექსპირისა და რუსთაველის საიუბილეო წლებისადმი მიძღვნილი სპეციალური პროექტი. ცნობისთვის, ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)