|
2016-11-21 15:05:33, 1362 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია: ვიმედოვნებთ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლო, ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს არ დააკამყოფილებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. გვარამიას თქმით, სამართლიანობის პირობებში, უზენაესმა სასამართლომ არა მხოლოდ ქვედა ინსტანციაში უნდა დააბრუნოს საქმე, არამედ შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აქვს მიკუთვნებული: „ჩვენ გამოვიყენებთ კანონით და საერთაშორისო კონვენციებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის სტატუსკვო, რომელიც არის. სასამართლო სისტემამ სრულიად მოგვაკლო შესაძლებლობა, რომ პროგნოზირება მოვახდინოთ, რაციონალური პროგნოზები გავაკეთოთ იმდენადად, რამდენაც პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო სრულიად არარაციონალური და უკანონო. უკანონობის პროგნოზირება ძალიან რთულია ამ ვითარებაში. ელემენტარული საღი აზრი თუ არსებობს უზენაეს სასამართლოში, მაშინ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. თუ ელემენტარული საღი აზრი არსებობს ამ შენობაში, გავიმარჯვებთ და არა მხოლოდ უკან დაბრუნდება საქმე, არამედ უზენაესმა სასამართლომ საერთოდ უნდა გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ქიბარ ხალვაშს უარი უთხრას“,-აღნიშნა ნიკა გვარამიამ. უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“ -ის საქმის განხილვას დღეს იწყებს. სასამართლო კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, „ რუსთავი 2“ მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. ტელეკომპანიის იურისტები საქმის ქვედა ინსტანციაში დააბრუნებასაც ითხოვენ. სხდომა დახურული იქნება და მას მხოლოდ მხარეები დაესწრებიან.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)