|
2015-03-21 09:37:29, 822 ნახვა
სამართალი
გომელაური: აქციაზე არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს
„არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. გომელაურის თქმით, აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. „უსაფრთხოების ზომები როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა დაცული იქნება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იქნება თუ სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ. დაცული იქნება ყველანაირად როგორც აქამდე ხდებოდა, უსაფრთხოების ზომები, როგორც აქამდე წინა აქციის დროს მოხდა. მაშინ აანონსებდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა, თუმცა არაფერი არ მომხდარა. თუ იქნებიან წყნარად აქცია წყნარად ჩატარდება, თუ წყნარად არ იქნებიან, პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის ზომებს“, - განაცახდა გომელაურმა. ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)